Sunday, May 31, 2015

მოვუაროდ! გავუფრთხილდეთ! ვიზუნოთ!

ბევრი ფიქრობს მარტო მე როგორ გადავარჩენ ბუნება?  მხოლოდ მე როგორ შევძლებ მის დახმარებას?  ადამიანთა უმეტესობა მაგგგვარად ფიქრობს, ამიტომაცაა ჩვენი სამყარო ასეთ დღეში!
დროა დავიწყოთ ბუნებაზე ზრუნვა და ფიქრი!




ინსტრუქცია



  • დაითვალეთ სახლში ძალიან ბევრი ნივთი გვაქვს  რომელიც ელემენტებზე მუშაობს. თვეში 3-4 ცალის გადაყრა მაინც გვიწევს. არადა ერთი ელემენტი  აბინძურებს ჩვენი პლანეტის 20-25 მეტრს! მისი გადაგდების აუცილებლობა არ არის, ელემენტის მრავალჯერ გამოყენება შესაძლებელია, ან შესაძლებელია ელემენტების სპეციალურ მიმღებ პუნქტში ჩაბარება, მაგრამ საქართველო ასეთი პუნქტებით უზრუნველყოფილი არ არის.



  • ბავშობაში მშობლებს ბევრჯერ უთქვავთ ნაგავი სანაგვე ყუთში  ჩაყარეო. მაგრამ ბევრი ადამიანი სანაგვე ყუთთან ახლოს არის და მაინც ძირს აგდებს ნაგავს. უმჯობესია ნაგავი ჩაყარო სანაგვე ყუთში და არა დაყარო ქუჩაში.



  • პოლიეთინელი პარკები  შეადგენენ მსოფლიო ნაგავის 8%-ს.  ასეტი პარკების რაოდენობა ძალიან დიდია რომელსაც ჩვენ პროდუქციის სასყიდლად ვიყენებთ.  მაგრამ უმჯობესია გამოვიყენოთ ეკო ჩანთები რაც გარემოს დაბინძურებას არ გამოიწვევს.









ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა

სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხანგრძლივობა სხვადასხვა სახეობისათვის სხვადასხვაა, რაც განპირობებულია ცხოველთა გენეტიკური აგებულებით.








ძროხა
ძროხა შინაური ცხოველია რომელსაც ადამიანი უძველესი დროიდან იყენებს. ერთ-ერთ ძროხაზე 20 წლის  დაკვირვების საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს რომ მთელ 20 წელიწადში  მოიწველა 86,900 ლიტრა რძე  ამ ძროხის სიცოცხლის ხანგრძლივობა 36 წელი იყო.

ღორი
მეღორეობის ერთ-ერთ ფერმაში ღორმა იცოცხლა 13 წელი, მან ბოლო წელს ორჯერ დაბადა 28 სული გოჭი. უნგრეთში კი ღორმა 22 წლის სიცოცხლის პერიოდში 412 სული გოჭი დაბადა.

ცხვარი
ინგლისში სანაშენე წიგნში აღნუსხული დედაცხვრის სიცოცხლის ხანგრძლივობა 16 წელი იყო. ცხვარმა კი რომელმაც 21 წელი იცოცხლა 35 ბატკანი დაბადა.

ცხენი
ცხენმა რომელმაც ყველაზე მეტხანს იცოცხლა 67 წლის ასაკისა იყო.  ამ ცნობას მეცნიერი პეტრე პულიშოვი გვამცნობს.

  • ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მათ სიდიდეზე. მსხვილი ცხოველები უფრო მეტხანს ძლებენ  ვიდრე პატარები. მაგალითად კურდღლის სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მოკლეა ვიდრე ცხვრის ძაღლის ან ღორის.
  • სიცოცხლის  ხანგრძლივობა ასევე დამოკიდებულია ცხოველთა ნაყოფიერობაზეც. კურდღელი წელიწადში 30 ბაჭიას , ღორი კი 40 გოჭს იძლევა. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 6-7 წელია.
  • ცხოველთა სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავს მათი კვების ტიპიც: ბალახისმჭამელები უფრო დიდხანს ცოცხლობენ ვიდრე ხორცისმჭამელები.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები

ვაშლოვანის ტერიტორიები მდებარეობს საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს რაიონში. იგი მოიცავს ვაშლოვნის ნაკრძალს,ეროვნულ პარკსა და სამ ბუნებრივ ძეგლს: არწივის ხეობას,  ტახტი-ტეფას ტალახის ვულკანებსა და კაკლისყურის ალაზნის ჭალის ტყეს. მისი ტერიტორია მოიცავს პანტიშარა-ვაშლოვნის მასივს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 300-600 მეტრს შორის მერყეობს. საკმლის ხის ვაშლის ხესთან ბუნებრივი მსგავსებისა და ხეთა განლაგებიდან, რაც ხეხილის ბაღის ასოციაციას იწვევს გამომდენარეოობს სახელწოდება "ვაშლოვანი".  მისი საერთო ფართობი 35053,7 ჰექტარს შეადგენს.

Saturday, May 30, 2015

მოგესალმებით! ჩვენ: შავლეგი ივანიშვილი და ანა ოგნაძე ვართ ამ ბლოგის შემქმნელები. მინდა ორიოდე სიტყვა ვსთქვათ ჩვენ ბლოგზე,  დიდ დროს არ წაგართმევთ, მადლობა წინასწარ. ბლოგის შექმნა "ბუნების დაცვაზე" გადაგვაწყვეტინა ქვეყანაში არსებულმა რთულმა ეკოლოგიურმა პრობლემებმა განსაკუთრებით კი ჩვენ სოფელ დიდ დმანისში არსებულმა სანიტარულმა  პრობლემებმა. ჩვენ ამ ბლოგის მეშვეობით გამოვხატეთ ჩვენი გულის ტკივილი ბუნების დაბინძურებაზე , რომელიც თითოეული ადამიანისათვის უმნიშვნელოვანესია! იმედია ჩვენი პოსტებით მცირეოდენი მაინც გაიგეთ ფლორისა და ფაუნის შესახებ.  ჩვენ ამ ბლოგის მეშვეობით ბევრი რამ შევისწავლეთ რომელთაც ჩვენ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებლად გამოვიყენებთ.  ამ ბლოგის მეშვეობით გავიგეთ  ბევრი რამ  რაც სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამაში არ  ისწავლება!
  როგორც ვიცით ჩვენი კონკურსი დასასრულს მიუახლოვდა, და სულ მალე გამოვლინდება გამარჯვებულიც. მე მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მონაწილეს, მიუხედავათ იმისა თუ ვის გამოავლენს ჟიური გამარჯვებულად აქ ყველა გამარჯვებული ვართ რადგან ამ ბლოგების მეშვეობით ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ რაც ყოველგვარ საჩუქარზე ძვირფასია. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ამ ბლოგის შემქმნელებს და მის დამფინანსებლებს  (USAID)-ს დაb (PH INTERNATIONAl)  საქართველოს რომელთა გარეშეც ამ ბლოგის არებობა წარმოუდგენელი იქნებოდა.                                                                              

.

საქართველოს ულამაზესი ბუნება













ყველაზე საოცარი ტბები დედამიწაზე

მსოფლიოში 307 მილიონი ბუნებრივი ტბაა. ზოგი სილამაზით გამოირჩევა ზოგს კი  მხოლლოდ წყლის რეზერუარის დატვირთვა აქვს. მაგრამ არსებობს საოცარი ტბები რომელიც უნიკალურნი და ყველასგან განსხვებულები არიან თავის თვისებებით.


  • ვარდისფერი ტბა მდებარეობს სენეგალში და ტბას რეტბას ეძახიან. რეტბა არის ყველაზე მარილიანი ტბა. ტბის ერთ ლიტრ წყალში 380 გრამი მარილია.  მოვარდისფრო მოწითალო ფერის ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის ციანობაქტერიები . ტბის  მაქსიმალური სიღრმე 3 მეტრია, ხოლო ფართობი 3 კვადრატული კილომეტრი.


  • მდუღარე ტბა




მდუღარე ტბა განლაგებულია morne trois pitions- ნაციონალურ ეროვნულ პარკში. ტბა ფუმაროლს შეიცავს რომელსაც ზედაპირზე არსებული ვულკანური კრატერები ქმნის.
ტბის კვლევა მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყეს დოქტორ ნიკოლსისა და მისტერ პრესტოს მეთაურობით.  კვლევის თანახმად ტემპერატურა მერყეობს 82დან 91,5 გრადუს ცელსიუსამდე.  ტბის სიღრმე 59-მეტრია.


  • წითელი ტბა-ბოლიცია.  წითელ ლაგუნას ასე მოიხსენიებენ  როგორც ლაგუნა კოლორიდა. ეს მარილიანი ტბა მდებარეობს ბოლივიაში, ჩილეს საზღვართან წითელ ზღვაში განლაგებულია ბორაქსის თეთრი კუნძულები, რომელიც შესანიშნავ კონტრასტს ქმნის მის წითელ ფერთან.


  • ხუთი ყვავილის ტბა ანუ ვეჰუა ჰაი როგორც მას ჩინელები უწოდებენ jiuzhagion-ის ნაციონალური პარკის მთავარი ღირსეშანიშნაობა გახლავთ. ტბა მეჩხერი და მრავალფეროვანია. ტბის ზედაპირის ფერი გარდამავალ ფირუზის ფერში, ნაცრისფერში,ყვითელში,მწვანესა და ლურჯში ენაცვლება.  ხუთი ყვავილის ტბა PEARLSHOALIS ჩანჩქერის თავზე მდებარეობს.


  • მკვდარი ზღვა -ყველაზე დაბალი ადგილი დედამიწაზე ისრაელსა და იორდანიას შორის არის მოქცეული.  იგი ზღვის დონიდან 420 მეტრის  ქვემოთ მდებარეობს. ტბის სიღრმე 330 მეტრს აღწევს რაც მლაშე ტბებს შორის ყველაზე ღრმის ტიტულს აძლევს. მკვდარი ზღვის სიგრძე 67 კილომეტრი ხოლო სიგანე 18 კილომეტრია. 







 

Friday, May 29, 2015

იცოდით რომ ....


  • იცოდით რომ მსოფლიოს  ყველაზე მაღალი მწვერვალი ევერესტია, რომელიც  მდებარეობს აზიაში ნეპალში. ევერესტის სიმაღლე 8848 მეტრია.  მას მოიხსენიებენ რამდენიმე სახელით თოვლის სამეფოთი, ჯომულუნგმით  ევერესტით და ჰიმალაით.





  •  მსოფლიოს უდიდესი უდაბნო არის ანტრაქტიდა რომელიც ყველაზე ცივი ადგილია დედამიწაზე. იგი სამხრეთ პოლუსში  მდებარეობს მისი ფართობია 12.4 მლნ.კვ.კმ. ანტრაქტიდის აღმოჩენა მოხდა 1820 წელს რუსეთის ექსპედიციის მიერ.
     



  • მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვიშიანი უდაბნო არის საჰარა. საჰარა  ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე მდებარეობს და 2,5 მილიონი წლისაა.  საჰარას 9,1 მლ.კვ.კმ უკავია რაც აფრიკის ტერიტორიის 1/4.   საჰარა ავსტრალიის ტოლ ფართობზეა გადაჭიმული.



  • მსოფლიოს უდიდესი ტბა არის კასპიის ზღვა. (ზოგან მოიხსენიება როგორც დარუბანდის ზღვა ან გურგენის ზღვა). მისი ფართობი 371.000 კვ.კმ. მაქსიმალური სიღრმე 1025 მეტრია. 












აფხაზური კრუბერი-მსოფლიოს ყველაზე ღრმა გამოქვაბული

კრუბერის გამოქვაბული დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა.  მისი სიღრმე 2190 მეტრია. იგი აფხაზეთში არაბიკის მასივში მდებარეობს.  გამოქვაბულის სახელი რუსული და საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებლის ალექსამდრე კრუბერის საპატივსაცემოდ ეწოდა.
პირველად გამოქვაბული ქართველმა სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს 1960 წელს 95 მეტრამდე გამოიკვლიეს. მეორედ კრუბერი კრასნოიარკის  სპელეოლოგებმა 1968 წელს მოინახულეს და უკვე 210 მეტრზე გამოიკვლიეს. შემდგომი ექსპედიციები სულ უფრო ღრმად ჩადიოდნენ მიწის ქვეშ და ახალ სიღრმეებს აღწევდნენ.  2007 წლისათვის რეკორდი უკრაინელმა სპელეოლოგმა დაამყარა, რომელმაც  2191 მეტრის სიღრმეზე შეძლო ჩასვლა.
კრუბერის მღვიმეში გვხვდება მინიატურული სტალაქტიტები,სტალაგმიტები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტული მასალა.  გარდა ამისა გამოქვაბულში არის წყლის ნაკადები და პატარა ტბები. აღსანიშნავია რომ მისი წყლებით მდინარე რეპრუა საზრდოობს.

მსოფლიოს უდიდესი ცუნამი

  ცუნამი  არის  დიდი ტალღების ერთობლიობა რომელიც ძირითადად გამოწვეულია მიწისძვრის შედეგად. მსოფლიოს უდიდესი ცუნამის გამომწვევი მიზეზი მიწისძვრა იყო, რომელიც ინდოეთის ოკეანეში მოხდა 2004 წელს.  8 იანვარს  ინდოეთის ოკეანეში 9 ბალიანი მიწისძვრა მოხდა.  მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ცუნამის გამო რამოდენიმე საათში: ინდონეზია,ინდოეთი,შრი ლანკა, ტაილანდი და სხვა ქვეყნები ტალღებში იძირებოდნენ. ტალღების სიმაღლე 49 მეტრს აღწევდა.   ცუნამს საერთო ჯამში 310 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და შევიდა ჩვენი დროის ყველაზე დამანგრეველ კატაკლიზმის სიაში. მანამდე მსოფლიოს უდიდესი ცუნამად ითვლებოდა 1883 წელს მომხდარი ცუნამი ინდონეზიაში რომელსაც 36 000 ადამიანი შეეწირა

Thursday, May 28, 2015

ჩვენი პლანეტის თვალწარმტაცი ბუნება


დაბინძურებული წყლის უარყოფითი შედეგები

წყალი არის ადამიანის განუყოფელი საარსებო ნივთიერება, რომლის გარეშეც ადამიანს მხოლოდ სამი დღე შეუძლია გაძლოს. წყალი არასოდეს გვხვდება სუფთა სახით, ის უნივერსალური გამხსნელია, რომელშიც ხსირად მრავალი  ტოკსიკური ნივთიერება ხვდება რის გამოც მრავალი დავადება წარმოიქმნება. დადგენილია რომ მსოფლიოში ინფექციური დავადებების 86%  დაკავშირებულია სასმელი წყლის არადამაკმაყოფილებელ ხარისხთან და წყალმომარაგების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევასთან. მსოფლიოში 2 მილიონი ადამიანი დასნეულებულია ქრონიკული დავადებებით, რაც გამოწვეულია დაბინძურებული წყლის გამოყენებით. ყოველ 20 წამში ჩვენდა სამწუხაროდ 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი იღუპება დაბინძურებული წყლის დავადებების გამო.  დაბინძურებული წყლის გამოყენება იწვევს: ანემიას,ბრონქულ ასთმას, საჭმლის მომნელებელი ორგანოების დავადებას, ღვიძლის დავადებებს და თირკმლის დავადებებს. გაეროს ექსპერტთა აზრით გარემოში გავრცელებული  მავნე ქიმიური ნივთიერებები ადრე თუ გვიან წყალში მოხვდება, რაც შემდგომში სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას.

მსოფლიოს უდიდესი ღრმულები


            "მონჩიტელის კაშხალი"- აშშ

                                                                                     
  
                                                                  









Tuesday, May 26, 2015

ნარჩენების მართვა საქართველოში

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა: შესაფუთი მასალების, ფერადი მეტალების, საკვები ნარჩენების რაოდენობა. ამის გამო მრავალი პრობლემა წარმოიქმნა რადგან მრავალ ქვეყანას შესაბამისი სანიტარული ნაგავსაყრელები არ აქვს, მათ შორის ჩვენი საქართველოცაა.  საქართველოში სადაც 63 ნაგავსაყრელია მხოლოდ ორია  მადგანია სანიტარული რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.  ქვეყანაში მათ გარდა უამრავი უკანონო ნაგავსაყრელი არსებობს .  რეგიონებში ნაგავსაყრელებით სარგებლობა მოსახლეობის 30-40% შეუძლია დანარჩენი 60% კი ამ ნაგავს  სუფთა გარემოში ჰყრის.  მაგალითად მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ხევებსა და ზოგჯერ პირდაპირ მდინარეში ჰყრიან.  სვანეთში და საქართველოს სხვა ტერიტორიებზეც მოსახლეობას თვითნებური ნაგავსაყრელები აქვთ შექმნილი.  მოსახლეობის ნაწილი ორმოებს იღებს და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს იქ ყრის რაც შემდგომ ტოქსიკური ხდება და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. არაკანორიერი ნაგავსაყრელების გამო მრავალი პრობლემა წარმოიქმნა: დაბინძურდა ტერიტორიები, დადგა უსიამოვნო სუნი, გაიზარდა მწერების რაოდენობა, მოიმატა დავადებებმა რის გამოც ნარჩენების მართვის პრობლემა მოსახლეობისთვის ერთ-ერთ ძირითად პრობლემად იქცა.

დედამიწა კოსმოსიდან


რეკორდსმენი ცხოველები

ეს აფრიკული სპილოა,  რომელსაც ადამიანი საუკუნეების გამნავლობაში იყენებდა. სპილო იმიტომ გახდა რეკორდსმენი რომ ის ყველაზე ძლიერი ცხოველია დედამიწაზე,  რომელსაც 100 000 კუნთი აქვს ხორთუმში და 270კმ-მდე ტვირთის აწევა შეუძლია.




ნერწყვის ხოჭო  გინესების წიგნში  ხტუნვის განსაკუთრებული შესაძლებლობის გამო მოხვდა.
6მმ ხოჭოს შეუძლია თავი 70-სმ სიმაღლეზე აიტყორცნოს. ადამიანის მონაცემებს რომ შევადაროთ,  210 მეტრი სიმაღლის ცათაბრჯენზე გადახტომას შესძლებდა.



იმპალა  აფრიკული ანტილობა რომელსაც შეუძლია,  10 მეტრის სიგრძეზე გადახტეს, სიმაღლეში ნახტომმა კი 3 მეტრს მიაღწიოს.





ზოლიანკუდა ლიებმა მოხსნეს რეკორდი და გინესის წიგნში შევიდნენ.  მათ შეასრულეს ყველაზე ხანგრძლივი გადაფრენა  დასვენების გარეშე- 9 დღეში 11 500 კმ გაიარეს მშობლიური ალასკიდან ახალ ზელანდიამდე, რის გამოც მათ მასის 50% დაკარგეს.



აფროსანი ოფიციალურად ყველაზე სწრაფი თევზია , მისი სიჩქარე ხანმოკლე პერიოდში 109კმ-ს  შეადგენს  ერთ საათში.






ავაზა ყველაზე სწრაფი ცხოველია დედამიწაზე. ხშირად ავაზას სიჩქარე აჭარბებს 100კმ/სთ-ს  და სიჩქარის მაქსიმუმამდე 3 წამში ადის.







შევარდენს ფრინველთა სამყაროში ყველაზე სწრაფი ფრინველის სტატუსი აქვს.  ის საათში  322 კმ-ს გადის.

Monday, May 25, 2015

მტკვრის დაბინძურება

 
მდინარე მტკვარი რომელიც ამიერკავკასიის უიდესი მდინარეა, სათავე აქვს თურქეთში 2742 მ-ზე. ერთვის კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1515 კმ, აუზის ფართობი კი 188 ათასი კვ.კმ-ია. მისი ყველაზე დიდი ნაწილი აზერბაიჯანში მიედინება 906-კმ.  საქართველოში კი 400 კმ მომაკვეთია. სამწუხაროდ მდინარე მტკვარი ამჟამად ძალიან დაბინძურებულია რადგან: კანალიზაციასთან ერთად, მდინარეს ფესვებიდან მოთხრილი ხეები, ლუდის, მინერალური წყლისა და ლიმონათის ბოთლები მოაქვს.  მდინარე მტკვარი საქართველოს მთავარი არტერიაა განსაკუთრებით კი თბილისის. მდინარის განსაკუთრებით დაბინძურება ხდება თბილიში სადაც კანალიაცაცია ჩაედინება რაც ხელს უწყობს წყლის დაბინძურებას და იქ არსებული ცოცხალი ორგანიზმების განადგურებას.  ამ პრობლემის გადაუჭრელობის შემთხვევაში წყლის ბინადრები ვერ მოიპოვებენ საკვებს და ჟანგბადს ამის გამო ისინი გადაშენდებიან.  მდინარის დაბინძურებაში პატარ-პატარა საწარმოებს დიდი წვლილი შეაქვს. მტკვრის სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაბინძურებით საფრთხე ექმნებად იმ ადამიანებს ვინც მტკვრის წყალს: სასმელად, თევზჭერისთვის, ირიგაციული საჭიროებისათვის იყენებს.
მტკვარი თილისის ერთადერთი მდინარეა, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება რადგან მტკვრის პრესტიჟი იგივე თბილისის პრესტიჟია.  განსაკუთრებით უსიამოვნოა დაბინძურებული მტკვრის სუნი. ამიტომ შენ დიახ შენ! ნუ დაყრი  ნაგავს, იცხოვრე კომფორტულ გარეოში, არ დააბინძურო  მდინარე! გაუფრთხილდი  შენ გარემოს!