Monday, May 18, 2015

მჟავა წვიმები

ადამიანის საქმიანობამ დედამიწაზე გარემოს ქიმიური მდგომარეობის  შეცვლა გამოიწვია.  ატმოსფეროში გაიზარდა  ნახშირბადის დიოქსიდის, ნახშირბადის მონოქსიდის, გოგირდის დიოქსიდის, აზოტის ოქსიდებისა და სხვა აირების დაგროვება,  რომელიც ურთიერთქმედებს  ჰაერში არსებულ ტენთან და წვიმის წყალთან რის შემდგომაც წარმოიქნება მჟავა წვიმები. მჟავა წვიმები დედამიწაზე თოვლის და წვიმის ნალექების სახით ხვდება. მაღალი მჟავიანობა აქვს ლიმონის წვენსა და სუფრის მარილს.  მჟავა წვიმებს ბევრი ზიანი მოაქვს მასთან ბრძოლა კი ძნელია.  მჟავა წვიმები ანადგურებს  შენობა-ნაგებობებს, ძეგლებს რკინა-ბეტონის კონსტრუქციებს.  მჟავა წვიმების მოხვედრა ნიადაგში იწვევს ძლიერ მჟავიანობას  რის შედეგადაც ნიადაგიდან გაოიდევნება : კალიუმი, კალციუმი ნიადაგი საკვები ნივთიერებებებით ღარიბდება და მოსავლიანობა მცირდება.  წყალში სადაც მჟავა წვიმები დიდი რაოდენობით მოდის, იხსნება ტოქსიკური ნივთიერებები წყალი იწამლება, ხოლო ვინც ამ წყალს დალევეს ის არსებაც მოიწამლება. მჟავა წვიმები რომ შევამციროთ საჭიროა საწვავი ნივთიერება გაიწმინდოს გოგირდისა და აზოტის ნაერთებისგან, ასევე  აუცილებელი ღონისძიებაა ავტომობილის მილზე დამაგრდეს კატალიზატორი რაც ატმოსფეროში გამონაბოლქვის რაოდენობას შეამცირებს. ასევე ფაბრიკა ქარხნებიდან გამოყოფილი აირი გაიფილტროს რათა ატმოსფეროში ნაკლები რაოდენობის დამაბინძურებელი აირი მოხვდეს. ყოველივე ამ ღონისძიების გატარება  არც ისე ადვილია მაგრამ აუცილებელია.


1 comment:

  1. ბუნების დაცვა: მჟავა წვიმები >>>>> Download Now

    >>>>> Download Full

    ბუნების დაცვა: მჟავა წვიმები >>>>> Download LINK

    >>>>> Download Now

    ბუნების დაცვა: მჟავა წვიმები >>>>> Download Full

    >>>>> Download LINK

    ReplyDelete