Sunday, May 31, 2015

ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა

სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხანგრძლივობა სხვადასხვა სახეობისათვის სხვადასხვაა, რაც განპირობებულია ცხოველთა გენეტიკური აგებულებით.








ძროხა
ძროხა შინაური ცხოველია რომელსაც ადამიანი უძველესი დროიდან იყენებს. ერთ-ერთ ძროხაზე 20 წლის  დაკვირვების საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს რომ მთელ 20 წელიწადში  მოიწველა 86,900 ლიტრა რძე  ამ ძროხის სიცოცხლის ხანგრძლივობა 36 წელი იყო.

ღორი
მეღორეობის ერთ-ერთ ფერმაში ღორმა იცოცხლა 13 წელი, მან ბოლო წელს ორჯერ დაბადა 28 სული გოჭი. უნგრეთში კი ღორმა 22 წლის სიცოცხლის პერიოდში 412 სული გოჭი დაბადა.

ცხვარი
ინგლისში სანაშენე წიგნში აღნუსხული დედაცხვრის სიცოცხლის ხანგრძლივობა 16 წელი იყო. ცხვარმა კი რომელმაც 21 წელი იცოცხლა 35 ბატკანი დაბადა.

ცხენი
ცხენმა რომელმაც ყველაზე მეტხანს იცოცხლა 67 წლის ასაკისა იყო.  ამ ცნობას მეცნიერი პეტრე პულიშოვი გვამცნობს.

  • ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მათ სიდიდეზე. მსხვილი ცხოველები უფრო მეტხანს ძლებენ  ვიდრე პატარები. მაგალითად კურდღლის სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მოკლეა ვიდრე ცხვრის ძაღლის ან ღორის.
  • სიცოცხლის  ხანგრძლივობა ასევე დამოკიდებულია ცხოველთა ნაყოფიერობაზეც. კურდღელი წელიწადში 30 ბაჭიას , ღორი კი 40 გოჭს იძლევა. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 6-7 წელია.
  • ცხოველთა სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავს მათი კვების ტიპიც: ბალახისმჭამელები უფრო დიდხანს ცოცხლობენ ვიდრე ხორცისმჭამელები.

No comments:

Post a Comment