Friday, May 1, 2015

დასუფთავებითი ღონისძიებები

   ერთ-ერთი უდუდესი პრობლემა,რომლის წინაშეც დგას დიდი ქალაქები, მისი დასუფთავებაა.საჭიროა ნაგვის გატანა, წინააღმდეგ შემთხვევაში,იგი დაგროვდება,დალპება და მავნე მწერებს მოიზიდავს.ქალაქში აუცილებელია  კანალიზაციის გამართული მუშაობა. თუ ხმაურზე, ჰაერის დაბინძურებაზე, ადამიანის გადაყრილი ნაგვის გატანაზე არავინ იზრუნებს, ქალაქში ცხოვრება ჯანმრთელობისთვის საშიში გახდება.

ერთობლივი დასუფთავება:
დანაგვიანებული გარემოს გაწმენდის ერთობლივი პროგრამები (მაგალითად, ,,ავსტრალიის დასუფთავების დღე" ), ადამიანებს დაეხმარება მეტი შეიტყონ ამ პრობლემის შესახებ. გარემოს დაბინძურების შესამცირებლად მრავალი დიდი ქალაქი მიმართავს ისეთი ნარჩენების გადამუშავებას, როგორებიცაა ბოთლები, თუნუქის ქილები, ქაღალდი და სხვა.

ჩასუნთქვა:
დიდ ქალაქებში ქარხნებისა და მანქანის ძრავების სიმრავლე ჰაერის დაბინძურებას იწვევს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის ალერგია, ასთმური შეტევები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.


ნაგვის მოგროვება:
დიდ ქალაქებში ყოველდღიურად უამრავი ნაგავი გროვდება. თუ მას არავინ გაიტანს, ქუჩები ელვის სისწრაფით გაივსება. მეეზოვეები აგროვებენ დაყრილ ნაგავს, რომელიც შემდეგ სპეციალურ სატვირთო მანქანებს მიაქვს დასახლებული უბნებიდან მოშორებულ ნაგავსაყრელზე.


No comments:

Post a Comment