Friday, May 1, 2015

ველური ბუნება ქალაქში

ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს ჭირდებათ ადგილები, სადაც ბუნებაში დასვენებას შეძლებენ. ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი ერთ-ერთი სახელგანთქმული ადგილია მსოფლიოში. აქ ბინადრობს მრავალი ცოცხალი არსება. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ენოტები და ციყვები, მთელი წლის განმავლობაში ცხოვრობენ აქ. სხვები, მაგალითად, ფრინველები, გვხვდებიან მხოლოდ სეზონური მიგრაციების დროს. პარკში მოსული მოსული ადამიანები სიამოვნებით ათვალიერებენ ველურ ბუნებას.

ენოტი: ენოტი ღამით ნადირობს, დღის განმავლობაში კი ხის ფუღუროში სძინავს. იკვებება კაკლით, კენკრით, მწერებით. კვერცხებით, ბაყაყებითა და ადამიანის დატოვებული საჭმლით, მაგალითად პიცით და პურით.













დიდი ცისფერი ყანჩა: დიდი ცისფერი ყანჩის ნახვა შეიძლება ტბების ნაპირებთან. იკვებება წვრილი თევზებით  და წყლის მწერებით, ცნობილია რომ ნადირობს კაინამისებურ კუზე.















კაიმანისებური კუ: კაიმანისებური კუ ბინადრობს ტბებსა და გუბურებში, კვერცხების დასადებად თხრის ორმოს ქვიშიან ნაპირებზე. ნადირობს პატარა ცხოველებზე, მწერებსა და ბაყაყებზე. 















ვირთაგვა: ვირთაგვების შემოსევისგან თავის დასაცავად პარკი, შეძლებისამებრ, სუფთავდება. შხამი იშვიათად გამოიყენება, რადგან კაკაჩებმა და ბუებმა შეიძლება მოწამლული ვირთაგვა შეჭამონ და დაიღუპონ.
















რა საოცრებააა...! 
ცენტრალური პარკი დაარსდა 1853 წელს ქვიან და ჭაობიან ტერიტორიაზე, რომლის ფართობი იყო 283 ჰა, შემდგომ გაფართოვდა და დაირგო ათასობით ხე. 1863 წელს პარკის ფართობი 341 ჰა-ს შეადგენდა.

No comments:

Post a Comment