დაცულ ტერიტორიებზე აკრძალული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და დაწესებული ჯარიმები იზრდება. ამასთან, ადმინისტრაციულ კოდექსს ორი მუხლი ემატება, რომელთაგან ერთი დაცულ ტერიტორიის დანაგვიანებას ეხება, მეორე - ბუნების ძეგლის დაზიანებას და ასეთ ქმედებებზე ფულად პასუხისმგებლობას აწესებს.
დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ,, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია. საკანონმდებლო ინიციატივა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა მოამზადა.
პროექტის თანახმად, დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაყრა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვი ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, დაცული ტერიტორიების სამშენებლო ნარჩენებით, უვარგისი კონტრუქციებით, ნივთებით, მიწისა და კლდოვანი ქანებით დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის - 150 ლარით,xolo იურიდიული პირის, დაწესებულების - 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.თუკი იგივე ქმედება სახელმწიფო ნაკრძალს, ერთდროულად პარკის, ბუნების მკაცრი ორგანიზაციების შემთხვევაში -1 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
დაცული ტერიტორიის რადიაქტიური, ბაქტერიოლოგიური, ქიმიური ან სხვა მავნე ნივთიერებებით, რადიოაქტიური, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო ან სხვა სახის ნარჩენებით, სამწეველო, საყოფაცხოვრებო ან სხვაგვარი ჩამდინარე წყლებით, აგრეთვე მავნე ნივთიერებათა გამონაფრქვევებით დანაგვიანება გამოიწვევს დაგაჯარიმებს 3000 ლარის ოდენობით.
No comments:
Post a Comment