Wednesday, May 20, 2015

როგოგ დავიცვათ რკინა დაჟვანგისაგან?

სახლში ყველას მოგვეპოვება ისეთი ნივთი რომელიც რკინისგან ან ფოლადისგან შედგება და შემდგომში სამწუხაროდ დაჟანგულა. დაჟანგვა  უფრო სწრაფად მიმდინარეობს წყლის სიახლოვეს. დაჟანგვას ანუ კოროზიას არაერთი დიდი პრობლემა მოჰყვა გავიხსენოთ რამდენიმე მათგანი:  1980 წლის 21 მაისს ბერლინის კონგრესის დარბაზის ჭერის გვირგვინი ჟამოტყდა  რის გამოც ერთი ადამიანი გარდაიცვალა , ხუთი  კი დაშავდა ამ უბედურების მიზეზი კოროზიით გამოწვეული დაზიანება იყო . ასევე მეორე შემთხვევა 1999 წლის  12 დეკემბერს  ძლიერმა შტორმა ტანკერი ''ერიკა'' ფენებად დაშალა, საფრანგეთში ოკეანის სანაპიროს 500 კმ სიგრძის ზოლი ნავთობით დაბინძურდა ამ კატასტროფის მიზეზი ტანკერის ძლიერ დაჟანგული კორპუსი აღმოჩნდა.  დაჟანგვის შესაჩერებლად არაერთი ხერხი არსებობს დავიწყოთ:  1) მეტალის ზედაპირი დავფაროთ საღებავით. 2) მეტალი რომ არ დაიჟანგოს შესაძლებელია საპოხი ზეთების გამოყენება. 3) პლასტმასი გადავაკრათ მეტალის ზედაპირს.  ასეა დაფარული მოსასვენებელი სკამები, ველოსიპედის კალათები. 4) რკინის დაჟანგვისაგან დაცვის ერთ-ერთი ხერხია რკინის მოთუთიება.  5) დაჟანგვის თავიდან ასაცილებლად მიმართავენ  რკინის ან ფოლადის კალით დაფარვასაც. 6) დაჟანგვისაგან თავის დასაცავად ფოლადის საგნებს ქრომით ფარავენ.


No comments:

Post a Comment