Thursday, May 28, 2015

დაბინძურებული წყლის უარყოფითი შედეგები

წყალი არის ადამიანის განუყოფელი საარსებო ნივთიერება, რომლის გარეშეც ადამიანს მხოლოდ სამი დღე შეუძლია გაძლოს. წყალი არასოდეს გვხვდება სუფთა სახით, ის უნივერსალური გამხსნელია, რომელშიც ხსირად მრავალი  ტოკსიკური ნივთიერება ხვდება რის გამოც მრავალი დავადება წარმოიქმნება. დადგენილია რომ მსოფლიოში ინფექციური დავადებების 86%  დაკავშირებულია სასმელი წყლის არადამაკმაყოფილებელ ხარისხთან და წყალმომარაგების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევასთან. მსოფლიოში 2 მილიონი ადამიანი დასნეულებულია ქრონიკული დავადებებით, რაც გამოწვეულია დაბინძურებული წყლის გამოყენებით. ყოველ 20 წამში ჩვენდა სამწუხაროდ 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი იღუპება დაბინძურებული წყლის დავადებების გამო.  დაბინძურებული წყლის გამოყენება იწვევს: ანემიას,ბრონქულ ასთმას, საჭმლის მომნელებელი ორგანოების დავადებას, ღვიძლის დავადებებს და თირკმლის დავადებებს. გაეროს ექსპერტთა აზრით გარემოში გავრცელებული  მავნე ქიმიური ნივთიერებები ადრე თუ გვიან წყალში მოხვდება, რაც შემდგომში სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას.

No comments:

Post a Comment