Saturday, May 16, 2015
მსოფლიოს ყველაზე მაღალი ჩანჩქერი
ჩანჩქერი ანხელი იგივე სანტო ანხელი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჩანჩქერი, რომლის თავისუფალი ვარდნის სიმაღლე 979 მეტრია. ჩანჩქერი მდებარეობს ვენესუელის ტროპიკულ ტყეში, კანაიმას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ჩანჩქერი ჩამოდის მთიდან, რომელსაც ჰქვია აუიანტეპუი, რომლის სახელი წარმოდგება ვენესუელური სიტყვიდან ტეპუი რაც ქართულად ეშმაკის მთას ნიშნავს. ჩანჩქერიდან ჩამოსული წყლის ნაკადი ჩადის მდინარე კერეპში. ჩანჩქერამდე მიღწევა ადვილი არ არის, რადგან იგი იმყოფება გაუვალ ტროპიკულ ტყეში და არ არის მასთან მისასვლელი არანაირი გზა. იქ მოხვედრა შესაძლებელია საჰაერო ტრანსპორტით ან მდინარით. ტურები ჩანჩქერზე იმართება კომპლექტურად და მოიცავს საჰაერო რეისს კარასკიდან ან ''სიუდად ბოლივარი'' კანიუმში საიდანაც მიდიან მდინარის გავლით. ჩანჩქერი ანხელი ჩამოდის სალი კლდიდან ''ტეპუი''. ჩანჩქერი ანხელი 20-ჯერ უფრო მაღალია ვიდრე ნიაგარას ჩანჩქერი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment