Saturday, May 23, 2015

ელდარის ფიჭვი

ელდარის ფიჭვი-15 მეტრამდე სიმაღლის იზრდება. აქვს განიერი ქოლგისებრი  ვარჯი. არის ტიპიური ქსეროფიტი, კარგად ხარობს თხელ ჩამორეცხილ ფართობებზე.  მას შეუძლია გაუძლოს   45 გრადუს ტემპერატურას.  ძალიან წააგავს ბიჭვინთის  ფიჭვს.  ელდარის ფიჭვი შეტანილია საქართველოს  წითელ წიგნში . მისი აღმოჩენა და აღწერა მოახერხა ლაგოდეხის ნაკრძალის დამაარსებელმა  ლუდვიგ მგლოკოსევიჩმა (1831-1909).


No comments:

Post a Comment