Saturday, May 2, 2015

4000 წლის წინანდელი მიწისქვეშა ქალაქი

როდესაც კაცი სახლში რემონტს აკეთებდა, კედელი გაანგრია და საიდუმლო ოთახი აღმოაჩინა.  ოთახის განგრევის შემდეგ ამ ადამიანმა  60  მეტრის სიღრმის მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინა. ამ  გასაოცარი ფაქტის აღმოჩენა  მოხდა 1963 წელს  ქალაქ კაბადოკიაში. ამ ქალაქის სახელწოდება დერინკუიუ ყოფილა  სადაც  30 ათას ადამიანს უცხოვრია. ქალაქის ფართობი  ზუსტად დადგენილი არ არის , მეცნიერთა ვარაუდით ქალაქი ტუფით უნდა ყოფილიყო ნაშენი. არსებობს სხვადასხვა  ვარაუდი იმის შესახებ რომ ეს მიწისქვეშან ქალაქი ხეთებმა ააშენეს. მეორე ვარაუდით კი ქალაქის დამააარსებლად ითვლება  ირანელთა მეფე ჯამშირმა, ამიტომ   ქალაქის მშენებლობას მიდიელებს და სპარსელებს უკავშირებენ.  ქალაქი გასაოცარი ყოფილა. აქ ყოფილა : საჯინიბოები,  საწნეხლები , სამზარეულოები. ქალაქი ისე ყოფილა დაგეგმარებული რომ მზის სინათლე ყველა ოთახში აღწევდა  და ჰაერის საშუალო ტემპერატურა 10-15 გრადუსს აღწევდა.  ამჟამად  მიწისქვეშა ქალაქში აღმოჩენილია 600-მდე საიდუმლო  შესასვლელი , რომელთა უმეტესობაც ქალაქის თავზე არსებულ სახლებში ამოდის.



No comments:

Post a Comment