Friday, May 15, 2015

ზღვის სახიფათო სანიტრები

მინდა გაგაცნოთ  უშიშარი ზვიგენები, რომელთაც არავის და არაფრის არ ეშინია. ისინი ყოველთვის გრძნობენ  როდის არის ადამიანი შეშინებული და ყოველ წუთს შეიძლება დაგესხან თავს. ადრე პერიოდში ადამიანები ნადირობდნენ ზვიგენების ზოგიერთ სახეობებზე ,  რამაც შემდგომში ზვიგენების გადაშენების საშიშროება გამოიწვია.
ლიმონისებრი ზვიგენი რომელი ავსტრალიის წყლებში ბინადრობს სიგრძით 3 მეტრს აღწევს. ადამიანზე მისი 30-50 თავდასხმიდან 5-10 ფატალურად მთავრდება. ნაპოვნი გაქვავებული ზვიგენის ნამარხებიდან მეცნიერებმა დაადგინეს რომ ეს მტაცებლები 16 მეტრამდე იზრდებოდნენ.  ზვიგენს ორი უზარმაზარი თეთრი ყბა  და რამდენიმე რიგად განლაგებული  მჭრელი 300-მდე კბილი აქვს. მიუხედავად იმისა რომ ზვიგენები ძალზე სახიფათო მტაცებლები არიან ადამიანს ძალზე იშვიათად კბენენ. თეთრი ზვიგენი ზვიგენთა შორის ყველაზე დიდი არაა, მაგრამ ყველაზე სახიფათო ავიგენად ითვლება .
ასევეა რიფების ზვიგენი რომელსაც თევზები გარს ახვევია. ვეშაპისებრი ზვიგენი 20-25 მეტრს აღწევს და 60-100 წელი ცოცხლობს , მიუხედავად სიცოცხლის ასეთი ხანგრძლივობისა მას გადაშენების საფრთხე ემუქრება , რადგან საკმარისად სწრაფად ვერ ახერხებს გამრავლებას.  ვეფხვისებრ ზვიგენს ურჩევნია პლაჟებთან იცხოვროს  რის გამოც მას პლაჟის ვეფხვისმიერი ზვიგენი შეარქვეს. ჩვენდა სამწუხაროდ შავი ზღვის აკვატორიაზე ზღვამ არაერთი მკვდარი ზვიგენი და დელფინი გამორიყა.
                               

No comments:

Post a Comment