დედამიწა - მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტა. იგი უდუდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი ორგანიზმებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი დანამგზავრი მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება - ადამიანი . 2011 წლის ბოლო მონაცემებით დედამიწზე თითქმის 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.
ასევე ბიბლიის მიხედვით ცნობილია რომ ღმერთმა დედამიწა 7 დღეში შექმნა :
- პირველ დღეს ღმერთმა თავისი სიტყვით, არაფრისაგან შექმნა დედამიწა - აზელილი ტალახისმაგვარი უსიცოცხლო მასა, რომელზეც არ იყო სინათ%ლე და საშინელი წყვდიადი სუფევდა. პირველად მან თქვა - ,, იყოს ნათელი " და დედამიწამ მიიღო სინათლე. ნათელს დღე უწოდა, ბნელს კი ღამე.
- მეორე დღეს გაჩნდა ჰაერი ( ატმოსფერო ) და ცეცხლი.
- მესამე დღეს - ოკეანეები, ზღვები, წყაროები, მიწისვეშა წყლები. წარმოიქმნა მიწა, მთები, ვაკეები, კუნძულები. სინათლისა და წყლის მოქმედებით კი გაჩნდა მცენარეები.
- მეოთხე დღეს - მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები.
- მეხუთე დღეს წყალში გაჩნდა თევზები და ზღვის ცხოველები. ამის შემდეგ კი ფრინველები.
- მეექვსე დღეს გაჩნდნენ ცხოველები, ქვეწარმავლები და ადამიანი.
- მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა.
დედამიწის ასაკის დადგენა ისეთივე რთული პრობლემაა, როგორც მისი წარმოშობის მექანიზმისა. მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ დაადგინონ დედამიწის ასაკი. მათ უკანასკნელი ხუთი ათეულის განმავლობაში ფიზიკის მიღწევების გამოყენებით სცადეს ქანების ასაკი განსაზღვრაც. გამოანგარიშებულია, რომ დედამიწა დაახლოებით 5, ხოლო ქერქი 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა. ყვეაფერ ამის, სხვადასხვა ასაკის ქანების წარმოქმნის პროცესების დროისა და თანამიმდევრობის მიხედვით დგინდება გეოქრონოლოგია ანუ გეოლოგიური წელთააღრიცხვა. გეოლოგიური დრო დედამიწის ქერქის წარმოქმნიდან იწყება. მას ეონებად, ერებად, პერიოდებად და ეპოქებად ყოფენ.
დედამიწის აგებულება : დედამიწა რამდენიმე თითქმის კონცენტრული შრისაგან შედგება : დედამიწის ქერქისაგან, მანტიისაგან და ბირთვისაგან.
ეს აგებულება დადგენილი იქნა სეისმური ტალღის მიწისძვრის კერიდან ზედაპირის სხვადასხვა წერტილებამდე გავრცელების შესწავლით. სეისმური ტალღის გავრცელების სიჩქარე უეცრად იცვლება ერთი ფენიდან მეორე ფენაში გადასვლისა, რაც ფენების შედგენილობის განსხვავებითაა გამოწვეული. დედამიწის ასეთი აგებულება აგებულება ადვილად იხსნება მისი ჩამოყალიბების ისტორიით -
მეტეორიტემის აკრეციით, რამა გამოიწვია თხევად ფაზაში მისი განშრევება სიმკვრივის კლებადობით ბირთვიდან ქერქის მიმართულებით.
1. ბირთვის ცენტრი
2.ბირთვი
3. მანტია
4,5,6 - ქერქი
No comments:
Post a Comment