Saturday, May 23, 2015
მსოფლიოს ყველაზე პოპულარული- ''იელოსტოუნის'' ეროვნული პარკი
იელოუსტოუნის ეროვნული პარკი, რომელიც 1872 წლის პირველ მარტს დაარსდა, მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე. მისი ფართობი 8980 კვ.კმ-ია და ის პირველი ეროვნული პარკია მსოფლიოში, რომელიც განთქმულია თავის ველური ბუნებით, თერმული წყლებით, ამავდროულად ენდემური და რელიქტური ფლორით და ფაუნით, რომელთა დიდი ნაწილი წითელ წიგნშია შეტანილი. აქ მდებარეობს ყველაზე ცნობილი გეიზერი "old faithul" ის პარკის ყველაზე მონახულებადი ადგილია, რომელიც უამრავ ეკოტურისტს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ელოსტოუნის ნაციონალურ პარკში ექსკურსია ტარდება გეიზერების აქტიურობის პერიოდში, ბუნებრივი ობიექტების ნახვა კი გამოქვაბულებით შემოიფარგლება. პარკის ტერიტორიაზე განფენილი თავისუფლად მოსიარულე ცხოველები და მცენარეული საფარის ნაირსახეობა იზიდავს მილიონობით ტურისტს და უქმნის დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment