- ვარდისფერი ტბა მდებარეობს სენეგალში და ტბას რეტბას ეძახიან. რეტბა არის ყველაზე მარილიანი ტბა. ტბის ერთ ლიტრ წყალში 380 გრამი მარილია. მოვარდისფრო მოწითალო ფერის ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის ციანობაქტერიები . ტბის მაქსიმალური სიღრმე 3 მეტრია, ხოლო ფართობი 3 კვადრატული კილომეტრი.
- მდუღარე ტბა
მდუღარე ტბა განლაგებულია morne trois pitions- ნაციონალურ ეროვნულ პარკში. ტბა ფუმაროლს შეიცავს რომელსაც ზედაპირზე არსებული ვულკანური კრატერები ქმნის.
ტბის კვლევა მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყეს დოქტორ ნიკოლსისა და მისტერ პრესტოს მეთაურობით. კვლევის თანახმად ტემპერატურა მერყეობს 82დან 91,5 გრადუს ცელსიუსამდე. ტბის სიღრმე 59-მეტრია.
- წითელი ტბა-ბოლიცია. წითელ ლაგუნას ასე მოიხსენიებენ როგორც ლაგუნა კოლორიდა. ეს მარილიანი ტბა მდებარეობს ბოლივიაში, ჩილეს საზღვართან წითელ ზღვაში განლაგებულია ბორაქსის თეთრი კუნძულები, რომელიც შესანიშნავ კონტრასტს ქმნის მის წითელ ფერთან.
- ხუთი ყვავილის ტბა ანუ ვეჰუა ჰაი როგორც მას ჩინელები უწოდებენ jiuzhagion-ის ნაციონალური პარკის მთავარი ღირსეშანიშნაობა გახლავთ. ტბა მეჩხერი და მრავალფეროვანია. ტბის ზედაპირის ფერი გარდამავალ ფირუზის ფერში, ნაცრისფერში,ყვითელში,მწვანესა და ლურჯში ენაცვლება. ხუთი ყვავილის ტბა PEARLSHOALIS ჩანჩქერის თავზე მდებარეობს.
- მკვდარი ზღვა -ყველაზე დაბალი ადგილი დედამიწაზე ისრაელსა და იორდანიას შორის არის მოქცეული. იგი ზღვის დონიდან 420 მეტრის ქვემოთ მდებარეობს. ტბის სიღრმე 330 მეტრს აღწევს რაც მლაშე ტბებს შორის ყველაზე ღრმის ტიტულს აძლევს. მკვდარი ზღვის სიგრძე 67 კილომეტრი ხოლო სიგანე 18 კილომეტრია.
No comments:
Post a Comment