Thursday, May 21, 2015

შავი ზღვის სამეურნეო გამოყენება და დაცვა

        საქართველოსა და ყველა სხვა შავიზვისპირა ქვეყნისთვის შავ ზღვას უდიდესი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში  აღმოჩენილია    ნავთობისა და ბუნებრივი აირის წყალქვეშა საბადოები.  შავი ზღვის მთელი სანაპირო     პრაქტიკულად აგებულია მაღალხარისხიანი საშენი მასალებით. შავი ზღვის წყლიდან მიმდინარეობს მარილის სამრეწველო მოპოვება, რომლის მარაგი თითქმის       განუსაზღვრელია. უდიდესია შავი ზღვის სატრანსპორტო  მნიშვნელობა შავი ზღვისპირა ქვეყნებისათვის.  ძალზედ დიდია შავი ზღვის სამეურნეო პოტენციალი, რომლის სრულფასოვანი გამოყენება  ეკონომიური აღმავლობის საწინდარია. ამიტომ ყველა ის პირობა რომელიც შავი ზღვის გაჭუჭყიანებასთან და დაცვასთანაა დაკავშირებული, წარმატებით უნდა გადაიჭრას მის აუზში მდებარე ქვეყნების მიერ. შავ ზღვას ყველაზე მეტად ნავთობი და ნავთობპროდუქტები  აჭუჭყიანებს.  ზღვის აკვატორიაზე ფენოლების შემცველობა დასაშვებ ნორმას 40-ჯერ არემატება, ორგანული ნივთიერებები 12-ჯერ, აზოტის ნაერთები -6 ჯერ.  სანაპირო ზოლში დასახლებული   პუნქტებიდა      ყოველწლიურად ხდება 7000ტ აზოტის,  2000ტ ფოსფორის, 2000ტ ორგანული    ნივთიერებების მოხვედრა ზღვაში. ყოველივე ამის გამო შეიქმნა (BSEC) შავი ზღვის დაცვის ორგანიზაცია ბისეკი.  ამ ორგანიზაციაში შედის 13 ქვეყანა მათ შორის ჩვენი ქვეყანა საქართველო . ორგანიზაციის მიზანია დაიცვას მის აკვატორიაში არსებული ფლორა და ფაუნა და ხელიშეუშალოს ზღვის დაბინძურებას.  
                                        
           
                                                                           
                                                                           
                                                     

No comments:

Post a Comment