Saturday, May 9, 2015

უდაბნო

ამ ტიპის ტერიტორიებს დედამიწის ხმელეთის 1/3 ნაწილი უკავია.  ყველამ ვიცით რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი უდაბნო საჰარაა  რომლის ფართობი 9,1 მლნ კვ. კმ რომელიც აფრიკაში მდებარეობს.  უდაბნოები თითქმის ყველა კონტინეტზე მდებარეობს ევროპის გარდა. ევროპაში  მათ შორის საქართველოში არის მცირე უდაბნო რომელსაც ჩვენ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ვხვდებით.  უდაბნო არის ტერიტორიის ისეთი ტიპი, სადაც ტერიტორიის უდიდესი  ნაწილი აუთვისებელია და ქვიშით არის დაფარული. ამგვარ ტერიტორიაზე  ფლორისა და ფაუნის  მცირე სახეობები გვხვდება. ფლორის სახეობებიდან გამოვარჩევდი კაკტუს რომლის ფესვები ნიადაგის სიღრმეში მდებარეობს  რათა წყლის  მიიღება შეძლოს, ამ მცენარეს ეკლოვანი აგებულება აქვს.
ფაუნის სახეობებიდან ძირითადად გვხვდება თაგვები და ხვლიკები რომლებიც წყალს ძალიან მცირე რაოდენობით იღებენ. უდაბნოში  დღე ცხელია, ღამე კი ცივი.


No comments:

Post a Comment