Tuesday, May 5, 2015

დმანისი

 დმანისი (ყოფილი ბაშკიჩეთი,გადაერქვა 1947 წლის 18 მარტს ) - ქალაქი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს დმანისის ვულკანრ პლატოზე, მდინარე მაშავერის ორივე ნაპირზე, კაზრეთის რკინიგზის სადგურიდან 30 კმ მანძილზე. დმანისის ტერიტორიაზე VI - VIII საუკუეებში მცირე დასახლება იყო, სადაც საეპისკოპოსო კათედრალი მდებარეობდა. როგორც ქალაქი, წყაროებში პირვლად  IX საუკუნეში იხსენიება, ამ დროს მას არაბები ფლობდნენ. XI ს - ის 80 - იან  წლებიდან სელჩუკთა ხელშია, 1123 წელს დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუფლა. დმანისი განსაკუთრებით დაწინაურდა XII - XIII სს - ში. XVI ს*დან ქალაქი დაცემის გზაზეა, მოიშალა ეკონომიური ცხოვრება, შემდეგ კი სულ გაპარტახდა და გაუკაცრიელდა. 1921-1947 წლებში მას  ბაშკიჩეთი ეწოდებოდა. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. მოსახლეობა 3,4 ათასი (2002 წ.).

თანამედროვე დმანისის ახლოს არის ამავე სახელწოდების ქალაქი-სიმაგრის ნანგრევები (VI - XV სს.),სახლების, ქუჩების, ღვინის სარდაფების და სხვა ობიექტების ნაშთები. დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. აქ აღმოჩენილია ევროპაში ყველაზე ძველი ადამიანის ნაკვალევი - თავის ქალა, რომლის ასაკი 1,6 წლით განისაზღვრება. დმანისში არის ბოლნისის და დმანისის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.


გათხრები დმანისის ნანგრევებში დაიწყო 1936წელს და 1960 - იან წლებამდე გრძელდებოდა. შუასაუკუნეების სარდაფებს ქვეშ არქეოლოგებმა იპოვეს ცხოველთა ძვლები , რომელთა შორის ქართველმა პალეონტოლოგმა პროფ. ა. ვეკუამ ამოიცნო აწ გადაშენებული რინოსი Dicerorhinus etruscus etruscus 1983 წელს. ეს სახეობა დამახასიათებელი იყო Villafranchian  ფაუნასავით, რაც ადრეული პლეისტოცენური ეპოქის დამადასტურებელია. 1984 პირველი ქვის იარაღები იპოვეს.მას შემდეგ ქართველი მეცნიერები დმანისის პლეისტოცენური დეპოზიტების გათხრებს აწარმოებენ დმანისში, და 1991 წელს მათ შეუერთდნენ გერმანელი არქეოლოგები რომიშ - გერმანიშეს ცენტრალმუზეუმიდან. დმანისის სამუშაოები შემდეგ უფრო გაფართოვდა და საერთაშორისო კვლევის პროექტის ხასიათი მიიღო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობით, გერმანიის, აშშ-ის, საფრანგეთისა და ესპანეთის კოლეგების მონაწილეობით.

1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ჰომო გეორგიკუს შეარქვეს. დღესდღეობით უკვე უკვე ხუთი თავის ქალაა აღმოჩენილი.



1 comment:

  1. ბუნების დაცვა: დმანისი >>>>> Download Now

    >>>>> Download Full

    ბუნების დაცვა: დმანისი >>>>> Download LINK

    >>>>> Download Now

    ბუნების დაცვა: დმანისი >>>>> Download Full

    >>>>> Download LINK

    ReplyDelete