ერთადერთი უკვდავი არსება დედამიწაზე მედუზაა რომელის დიამეტრი 4-5 მილიმეტრია. მედუზა არის არსება რომელსაც საკუთარი თავის გაახალგაზრდავება შეუძლია. ჩვეულებრივ მედუზები გამრავლების შემდეგ იღუპებიან თუმცა ზოგიერთ მედუზას მაგალითად TURITOPSSIS NUTRICULA-ს შეუძლია დიდი ასაკიდან ბავშობაში დაბრუნება. მედუზის ეს სახეობა აღმოაჩინეს თბილ ტროპიკულ წყლებში, თუმცა მეცნიერები ეჭვობენ რომ ეს სახეობა გავრცელებულია სხვა რეგიონებშიც. მედუზები დიდი ხანია მოექცნენ ბიოლოგების ყურადღების ქვეშ, რომლებსაც აქვთ იმედი რომ ამ არსებების მეშვეობით დაბერების საიდუმლოს ამოხსნიან. მედუზის ბიოლოგიური უკვდავების შესახებ თეორია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში წამოაყენეს ხოლო 1990-იანი წლების ბოლოს ექსპერიმენტულად დამტკიცებული იქნა რომ მედუზები სიბერის გამო არ კვდებიან.
No comments:
Post a Comment