Saturday, May 23, 2015

"ცარიელი ტბა"

ამ ტბამ ცარიელის სახელი იმიტომ, მიიღო რომ არცერთი ცოცხალი ორგანიზმი არ ბინადრობს.  ცარიელი ტბა მდებარეობს დასავლეთ ციმბირში, ალტაიას მხარეში, რომელსაც  "ცისფერი ტბების" მხარესაც ეძახიან, რადგან ამ რეგიონში 20 000 ათასზე მეტი დიდი და პატარა ტბა არის.  ცარიელი ტბის მიდამოებში სხვა ტბებიც მრავლადა სადაც მრავლად არიან დასახლებული სხვადასხვა სახის თევზები და წყალმცენარეები.  ამ ტბებიდან ოცამდე მდინარე გამოედინება და ცარიელ ტბაში ჩაედინება, რაც ამ მობინადრეებს  ცარიელ ტბაში გადასვლის საშუალებას აძლევს, მაგრამ იქ გადასვლა არავის უნდა.  ცარიელ ტბაში მოხვედრილი ყველა ცოცხალი ორგანიზმი , ფლორისა და ფაუნის წარმომადგენელი 1-2 დღეში იღუპება. ცარიელი ტბა მტკნარი და იმდენად სუფთაა რომ მისი სასმელად გამოყენება შეიძლება. 

No comments:

Post a Comment