მიწისქვეშა წყლებს დედამიწის მთელი წყლების 2% უკავია. მიწისქვეშ 40-ჯერ მეტი წყალია ვიდრე დედამიწის ყველა ტბაში, ჭაობში და მდინარეში ერთად აღებული. მიწისქვეშა წყლები დედამიწის ქერქის ზედა ნაწილშია თავმოყრილი, ეს წყლები შეიძლება იყოს მტკნარი და მარილიანი. მიწისქვეშა წყლები ხსნის ქანებში არსებულ ზოგიერთ ნივთიერებას, მაგალითად : თაბაშირს, მარილს. ასეთი ქანებით აგებულ ადგილებში მიწისქვეშა წყლის ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ჩნდება მიწისქვეშა მღვიმეები. საქართველო ასეთი მღვიმეებით მდიდარია . მათ შორის ყველაზე ცნობილია ახალი თონის და წყალტუბოს მღვიმეები. ეს მღვიმეები სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. მტკნარი მიწისქვეშა წყლის რესურსული პოტენციალით საქართველო ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში. ამ მხრივ იგი საშუალოდ 2,5 ჯერ აღემატება მსოფლიოს მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე. საქართველოში მიწისქვეშა წყლებ იყენებენ როგორც სასმელი და სამკურნალო დანიშნულებიტ ასევე სითბური ენერგიის წყაროდ. საქართველოს ტერიტორიაზე მტკნარი მიწისქვეშა წყლების 100-ზე მეტი საბადოა აღმოჩენილი რომელთა ბუნებრივი რესურსები შეადგენს 18 მილიარდ მ3/წელიწადში რომელთაგან 95% სასმელი წყლებია. დღეისათვის საქართველოს ტერიტორიაზე აღიცხულია მინერალური წყლების 45 საბადო. მიწისქვეშა წყლების საერთო რაოდენობა დღე ღამეში 76,2 მ3. საქართველო მიწიშქვეშა წყლებით პირველია დსტ ქვეყნებში ხოლო ევროპაში ავსტრიას ნორვეგიას და შვეიცარიას ჩამორჩება.
No comments:
Post a Comment