ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს საქართველოში რომელიც უძველესია კავკასიაში ის შეიქმნა 1912 წელს. ნაკრძალს უკავია 19749 ჰა. აქედან ტყით დაფარულია 12346ჰა. დანარჩენი ტერიტორია კი ალპური საძოვრებია. საქართველოში გავრცელებული მცენარეთა სახეობების 2/3 ნაკრძალშია თავმოყრილი. ტყეებს ქმნის: კავკასიური რცხილა, მურყანი,იფანი, წაბლი. ქვეტყეში გვხვდება: ჯონჯოლი, მოცვი,შინდი, უცვეთლა. ნაკრძალში ყვავილოვან მცენარეთა 1500-მდე სახეობაა. ნაკრძალი მდიდარია ენდემური სახეობებით როგორიცაა: ლაგოდეხის ნაღველა,იულიას ფურისულა. ნაკრძალში გვხვდება 42 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი. აქ ჯოგებად გვხვდება: აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, არჩვი , კავკასიური კეთილშობილი ირემი, ევროპული შველი, კავკასიური ტყის კატა და სხვა.
ნაკრძალში 120 ფრინველის სახეობაა აღრიცხული, აქ გვხვდება როგორც მტაცებელი ისე მგალობელი ფრინველები. ფრინველებიდან აღსანიშნავია კავკასიური როჭო და შურთხი. ნაკრძალის ტერიტორიაზე გვხვდება 4 ამფიბიისა და 8 ქვეწარმავლის სახეობა.
ლაგოდეხის ნაკრძალი დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით რომელიც 1972 წელს მიიღო.
No comments:
Post a Comment