Sunday, May 24, 2015

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები საქართველოში

საქართველოს ცხოველთა სამყარო საკმაოდ მდიდარია. ქვეყნის ტერიტორიაზე 3000 სხვადასხვა სახეობის ცხოველი ბინადრობს.  3000 სახეობიდან 19 წითელ წიგნშია შეტანილი. წითელ წიგნშია შესული: ნიამრი, ქურციკი,ჯიხვი, კავკასიური ირემი, ზოლებიანი აფთარი.
ნიამორი შინაური თხის ერთ-ერთი წინაპარია საქართველოში. იგი ძირითადად ბინადრობს თუშეთში, ხევსურეთში. ბინადრობს მიუდგომელ კლდიან ფერთობებზე ზღვის დონიდან 40000 მ-მდე.  საკვებად იყენებს ბალახეულს.  სიცოცხლის ხანგრძლივობა12-15 წელს შეადგენს. მასობრივი ნადირობის გამო ის გადაშენები პირასაა.


ჯიხვი კავკასიის ენდემი   რომელიც მსოფლიოს სხვა კუთხეში არ მოიპოვება და ბინადრობს მხოლოდ კავკასიონზე, მასზე ნადირობა აკრძალულია.  ჯიხვი არის დიდი ზომის თხა, რომელიც უმეტესად იკვებება ალპური ბალახეულით. ცნობილია მისი ორი სახეობა : დასავლურ კავკასიური და აღმოსავლურ კავკასიური ჯიხვი.
კავკასიური ანუ კეთილშობილი ირემი ირმისებრთა ოჯახის წვრილჩლიქოსანი, ჯოგური, პოლიგომური ცხოველი. არსებობს მისი რამდენიმე ქვესახეობა. საქართველოში უმეტესად ბორჯომისა და ლაგოდეხის ნაკრძალში გვხვდება.  იკვებება ძირითადად მცენარეულობით ცოცხლობს 20 წლამდე.
(ნიამორი)

                                                                        ( ჯიხვი)
                     
 
(კავკასიუი ირემი)


1 comment: