Sunday, May 31, 2015

მოვუაროდ! გავუფრთხილდეთ! ვიზუნოთ!

ბევრი ფიქრობს მარტო მე როგორ გადავარჩენ ბუნება?  მხოლოდ მე როგორ შევძლებ მის დახმარებას?  ადამიანთა უმეტესობა მაგგგვარად ფიქრობს, ამიტომაცაა ჩვენი სამყარო ასეთ დღეში!
დროა დავიწყოთ ბუნებაზე ზრუნვა და ფიქრი!




ინსტრუქცია



  • დაითვალეთ სახლში ძალიან ბევრი ნივთი გვაქვს  რომელიც ელემენტებზე მუშაობს. თვეში 3-4 ცალის გადაყრა მაინც გვიწევს. არადა ერთი ელემენტი  აბინძურებს ჩვენი პლანეტის 20-25 მეტრს! მისი გადაგდების აუცილებლობა არ არის, ელემენტის მრავალჯერ გამოყენება შესაძლებელია, ან შესაძლებელია ელემენტების სპეციალურ მიმღებ პუნქტში ჩაბარება, მაგრამ საქართველო ასეთი პუნქტებით უზრუნველყოფილი არ არის.



  • ბავშობაში მშობლებს ბევრჯერ უთქვავთ ნაგავი სანაგვე ყუთში  ჩაყარეო. მაგრამ ბევრი ადამიანი სანაგვე ყუთთან ახლოს არის და მაინც ძირს აგდებს ნაგავს. უმჯობესია ნაგავი ჩაყარო სანაგვე ყუთში და არა დაყარო ქუჩაში.



  • პოლიეთინელი პარკები  შეადგენენ მსოფლიო ნაგავის 8%-ს.  ასეტი პარკების რაოდენობა ძალიან დიდია რომელსაც ჩვენ პროდუქციის სასყიდლად ვიყენებთ.  მაგრამ უმჯობესია გამოვიყენოთ ეკო ჩანთები რაც გარემოს დაბინძურებას არ გამოიწვევს.









ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა

სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხანგრძლივობა სხვადასხვა სახეობისათვის სხვადასხვაა, რაც განპირობებულია ცხოველთა გენეტიკური აგებულებით.








ძროხა
ძროხა შინაური ცხოველია რომელსაც ადამიანი უძველესი დროიდან იყენებს. ერთ-ერთ ძროხაზე 20 წლის  დაკვირვების საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს რომ მთელ 20 წელიწადში  მოიწველა 86,900 ლიტრა რძე  ამ ძროხის სიცოცხლის ხანგრძლივობა 36 წელი იყო.

ღორი
მეღორეობის ერთ-ერთ ფერმაში ღორმა იცოცხლა 13 წელი, მან ბოლო წელს ორჯერ დაბადა 28 სული გოჭი. უნგრეთში კი ღორმა 22 წლის სიცოცხლის პერიოდში 412 სული გოჭი დაბადა.

ცხვარი
ინგლისში სანაშენე წიგნში აღნუსხული დედაცხვრის სიცოცხლის ხანგრძლივობა 16 წელი იყო. ცხვარმა კი რომელმაც 21 წელი იცოცხლა 35 ბატკანი დაბადა.

ცხენი
ცხენმა რომელმაც ყველაზე მეტხანს იცოცხლა 67 წლის ასაკისა იყო.  ამ ცნობას მეცნიერი პეტრე პულიშოვი გვამცნობს.

  • ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მათ სიდიდეზე. მსხვილი ცხოველები უფრო მეტხანს ძლებენ  ვიდრე პატარები. მაგალითად კურდღლის სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მოკლეა ვიდრე ცხვრის ძაღლის ან ღორის.
  • სიცოცხლის  ხანგრძლივობა ასევე დამოკიდებულია ცხოველთა ნაყოფიერობაზეც. კურდღელი წელიწადში 30 ბაჭიას , ღორი კი 40 გოჭს იძლევა. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 6-7 წელია.
  • ცხოველთა სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავს მათი კვების ტიპიც: ბალახისმჭამელები უფრო დიდხანს ცოცხლობენ ვიდრე ხორცისმჭამელები.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები

ვაშლოვანის ტერიტორიები მდებარეობს საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს რაიონში. იგი მოიცავს ვაშლოვნის ნაკრძალს,ეროვნულ პარკსა და სამ ბუნებრივ ძეგლს: არწივის ხეობას,  ტახტი-ტეფას ტალახის ვულკანებსა და კაკლისყურის ალაზნის ჭალის ტყეს. მისი ტერიტორია მოიცავს პანტიშარა-ვაშლოვნის მასივს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 300-600 მეტრს შორის მერყეობს. საკმლის ხის ვაშლის ხესთან ბუნებრივი მსგავსებისა და ხეთა განლაგებიდან, რაც ხეხილის ბაღის ასოციაციას იწვევს გამომდენარეოობს სახელწოდება "ვაშლოვანი".  მისი საერთო ფართობი 35053,7 ჰექტარს შეადგენს.

Saturday, May 30, 2015

მოგესალმებით! ჩვენ: შავლეგი ივანიშვილი და ანა ოგნაძე ვართ ამ ბლოგის შემქმნელები. მინდა ორიოდე სიტყვა ვსთქვათ ჩვენ ბლოგზე,  დიდ დროს არ წაგართმევთ, მადლობა წინასწარ. ბლოგის შექმნა "ბუნების დაცვაზე" გადაგვაწყვეტინა ქვეყანაში არსებულმა რთულმა ეკოლოგიურმა პრობლემებმა განსაკუთრებით კი ჩვენ სოფელ დიდ დმანისში არსებულმა სანიტარულმა  პრობლემებმა. ჩვენ ამ ბლოგის მეშვეობით გამოვხატეთ ჩვენი გულის ტკივილი ბუნების დაბინძურებაზე , რომელიც თითოეული ადამიანისათვის უმნიშვნელოვანესია! იმედია ჩვენი პოსტებით მცირეოდენი მაინც გაიგეთ ფლორისა და ფაუნის შესახებ.  ჩვენ ამ ბლოგის მეშვეობით ბევრი რამ შევისწავლეთ რომელთაც ჩვენ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებლად გამოვიყენებთ.  ამ ბლოგის მეშვეობით გავიგეთ  ბევრი რამ  რაც სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამაში არ  ისწავლება!
  როგორც ვიცით ჩვენი კონკურსი დასასრულს მიუახლოვდა, და სულ მალე გამოვლინდება გამარჯვებულიც. მე მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მონაწილეს, მიუხედავათ იმისა თუ ვის გამოავლენს ჟიური გამარჯვებულად აქ ყველა გამარჯვებული ვართ რადგან ამ ბლოგების მეშვეობით ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ რაც ყოველგვარ საჩუქარზე ძვირფასია. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ამ ბლოგის შემქმნელებს და მის დამფინანსებლებს  (USAID)-ს დაb (PH INTERNATIONAl)  საქართველოს რომელთა გარეშეც ამ ბლოგის არებობა წარმოუდგენელი იქნებოდა.                                                                              

.

საქართველოს ულამაზესი ბუნება













ყველაზე საოცარი ტბები დედამიწაზე

მსოფლიოში 307 მილიონი ბუნებრივი ტბაა. ზოგი სილამაზით გამოირჩევა ზოგს კი  მხოლლოდ წყლის რეზერუარის დატვირთვა აქვს. მაგრამ არსებობს საოცარი ტბები რომელიც უნიკალურნი და ყველასგან განსხვებულები არიან თავის თვისებებით.


  • ვარდისფერი ტბა მდებარეობს სენეგალში და ტბას რეტბას ეძახიან. რეტბა არის ყველაზე მარილიანი ტბა. ტბის ერთ ლიტრ წყალში 380 გრამი მარილია.  მოვარდისფრო მოწითალო ფერის ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის ციანობაქტერიები . ტბის  მაქსიმალური სიღრმე 3 მეტრია, ხოლო ფართობი 3 კვადრატული კილომეტრი.


  • მდუღარე ტბა




მდუღარე ტბა განლაგებულია morne trois pitions- ნაციონალურ ეროვნულ პარკში. ტბა ფუმაროლს შეიცავს რომელსაც ზედაპირზე არსებული ვულკანური კრატერები ქმნის.
ტბის კვლევა მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყეს დოქტორ ნიკოლსისა და მისტერ პრესტოს მეთაურობით.  კვლევის თანახმად ტემპერატურა მერყეობს 82დან 91,5 გრადუს ცელსიუსამდე.  ტბის სიღრმე 59-მეტრია.


  • წითელი ტბა-ბოლიცია.  წითელ ლაგუნას ასე მოიხსენიებენ  როგორც ლაგუნა კოლორიდა. ეს მარილიანი ტბა მდებარეობს ბოლივიაში, ჩილეს საზღვართან წითელ ზღვაში განლაგებულია ბორაქსის თეთრი კუნძულები, რომელიც შესანიშნავ კონტრასტს ქმნის მის წითელ ფერთან.


  • ხუთი ყვავილის ტბა ანუ ვეჰუა ჰაი როგორც მას ჩინელები უწოდებენ jiuzhagion-ის ნაციონალური პარკის მთავარი ღირსეშანიშნაობა გახლავთ. ტბა მეჩხერი და მრავალფეროვანია. ტბის ზედაპირის ფერი გარდამავალ ფირუზის ფერში, ნაცრისფერში,ყვითელში,მწვანესა და ლურჯში ენაცვლება.  ხუთი ყვავილის ტბა PEARLSHOALIS ჩანჩქერის თავზე მდებარეობს.


  • მკვდარი ზღვა -ყველაზე დაბალი ადგილი დედამიწაზე ისრაელსა და იორდანიას შორის არის მოქცეული.  იგი ზღვის დონიდან 420 მეტრის  ქვემოთ მდებარეობს. ტბის სიღრმე 330 მეტრს აღწევს რაც მლაშე ტბებს შორის ყველაზე ღრმის ტიტულს აძლევს. მკვდარი ზღვის სიგრძე 67 კილომეტრი ხოლო სიგანე 18 კილომეტრია. 







 

Friday, May 29, 2015

იცოდით რომ ....


  • იცოდით რომ მსოფლიოს  ყველაზე მაღალი მწვერვალი ევერესტია, რომელიც  მდებარეობს აზიაში ნეპალში. ევერესტის სიმაღლე 8848 მეტრია.  მას მოიხსენიებენ რამდენიმე სახელით თოვლის სამეფოთი, ჯომულუნგმით  ევერესტით და ჰიმალაით.





  •  მსოფლიოს უდიდესი უდაბნო არის ანტრაქტიდა რომელიც ყველაზე ცივი ადგილია დედამიწაზე. იგი სამხრეთ პოლუსში  მდებარეობს მისი ფართობია 12.4 მლნ.კვ.კმ. ანტრაქტიდის აღმოჩენა მოხდა 1820 წელს რუსეთის ექსპედიციის მიერ.
     



  • მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვიშიანი უდაბნო არის საჰარა. საჰარა  ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე მდებარეობს და 2,5 მილიონი წლისაა.  საჰარას 9,1 მლ.კვ.კმ უკავია რაც აფრიკის ტერიტორიის 1/4.   საჰარა ავსტრალიის ტოლ ფართობზეა გადაჭიმული.



  • მსოფლიოს უდიდესი ტბა არის კასპიის ზღვა. (ზოგან მოიხსენიება როგორც დარუბანდის ზღვა ან გურგენის ზღვა). მისი ფართობი 371.000 კვ.კმ. მაქსიმალური სიღრმე 1025 მეტრია.