Sunday, May 17, 2015

მსოფლიოს ყველაზე პატარა ფრინველი

ასე მგონია ბევრმა ჩვენგანმა არ იცის რომელია ყველაზე პატარა ფრინველი დედამიწაზე.  დაიმახსოვრეთ ეს კოლიბრია ულამაზესი შეფერილობის ფრინველი. კოლიბრის სხვადასხვა სახეობები არსებობს მათ შორის გამოირჩევა ხმალნისკარტა რომელსაც ტანთან შედარებით უფრო დიდი ნისკარტი აქვს.  კოლიბრი იმაზე მეტ საკვებს იღებს ვიდრე მისი სხეულის მასაა. ის  ერთადერთი ფრინველია რომელსაც შეუძლია დიდხანს ეკიდოს ჰაერში, იფრინოს უკანუკან და გვერდულად.  მეცნიერები დიდხანს აკვირდებოდნენ კოლიბრს და  მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერ ფრინველად აღიარეს.  არსებობს კოლიბრის კიდევ ერთი სახეობა კოლიბრი- ფუტკარი, რომლის შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტი არსებობს: კოლიბრი-ფუტკარი არა მარტო ყველაზე პატარა ფრინველია არამედ ყველაზე ცივსისხლიანიცაა.  კოლიბრ ფუტკარს ფრინველებს შორის ყველაზე ცოტა ბუმბული აქვს.  კოლიბრის ტემფერატურა დღისით 40 გრადუსს აღწევს ,ღამით კი 19 გრადუსამდე ეცემა. კოლიბრის გული რეკორდულად მუშაობს, მშვიდ გარემოში წუთში 300 იმპულს აკეთებს, ხოლო აქტიურ მდგომარეობაში 500-სს.


No comments:

Post a Comment