Sunday, May 24, 2015

ლომები და ვეფხვები 20 წელიწადში გადაშენდებიან!

ველური ბუნების სიამაყეები- ლომები და ვეფხვები  თანდათანობით ქრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან გვაფრთხილებენ ექსპერტები.  დღესდღეობით ჯერ კიდევ გრძელდება ამ ცხოველებზე ნადირობა და ტყვეობაში მყოფი კატისებრთა ოჯახის წევრების ხოცვა. განსაკუთრებით შემაშფოთებელი  იყო ბენგალური ვეფხვებისა და აფრიკული ლომების განადგურება ოჰაიოში ამერიკის შეერთებულ შტატების კერძო ნაკრძალში.  პირობების გაუარესების გამო დიდმა  კატებმა ორი ათწლეულის შემდგომ შეიძლება აღარ იარსებონ.  მეცნიერები ფიქრობენ რომ ამ წევრების განადგურების გამო მრავალი სხვა ცხოველიც განადგურდება და ეკოსისტემა ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება.  პრობლემა მარტო ის არარის რომ პატარა ცხოველები მოიმატებენ არამედ  ეს შედეგი მცენარეულ საფარს გაანადგურებს.  ადამიანები ბრაკონიერობის გზით ამ ცხოველების რაოდენობას ამცირებენ.  ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ფერემერებმა აითვისეს იაგუარის სამოსახლოს 39% და ამ ცხოველებისთვის საცხოვრებლად უვარგისი გახადეს.  ბუნების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად:

  • ლომების რაოდენობა 25 000-მდე შემცირდა აფრიკის ველურ ბუნებაში როცა, 50-წლის წინ 450 000-ს აღწევდა.
  • ლეოპარდების რაოდენობა შეიცვალა 750 000-დან 50 000-მდე.
  • ველურ ბუნებაში ვეფხვები  3 000 როცა, ძველად 50 000-ს აღწევდა.
ვეფხვები და ლომები ჩვენი გარემოს ნაწილები არიან, ამიტომ აუცილებელია დავიცვათ ისინი!!

No comments:

Post a Comment