Tuesday, May 26, 2015

ნარჩენების მართვა საქართველოში

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა: შესაფუთი მასალების, ფერადი მეტალების, საკვები ნარჩენების რაოდენობა. ამის გამო მრავალი პრობლემა წარმოიქმნა რადგან მრავალ ქვეყანას შესაბამისი სანიტარული ნაგავსაყრელები არ აქვს, მათ შორის ჩვენი საქართველოცაა.  საქართველოში სადაც 63 ნაგავსაყრელია მხოლოდ ორია  მადგანია სანიტარული რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.  ქვეყანაში მათ გარდა უამრავი უკანონო ნაგავსაყრელი არსებობს .  რეგიონებში ნაგავსაყრელებით სარგებლობა მოსახლეობის 30-40% შეუძლია დანარჩენი 60% კი ამ ნაგავს  სუფთა გარემოში ჰყრის.  მაგალითად მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ხევებსა და ზოგჯერ პირდაპირ მდინარეში ჰყრიან.  სვანეთში და საქართველოს სხვა ტერიტორიებზეც მოსახლეობას თვითნებური ნაგავსაყრელები აქვთ შექმნილი.  მოსახლეობის ნაწილი ორმოებს იღებს და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს იქ ყრის რაც შემდგომ ტოქსიკური ხდება და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. არაკანორიერი ნაგავსაყრელების გამო მრავალი პრობლემა წარმოიქმნა: დაბინძურდა ტერიტორიები, დადგა უსიამოვნო სუნი, გაიზარდა მწერების რაოდენობა, მოიმატა დავადებებმა რის გამოც ნარჩენების მართვის პრობლემა მოსახლეობისთვის ერთ-ერთ ძირითად პრობლემად იქცა.

1 comment:

  1. 1xbet korean online casino review - KOR - Legalbet
    1xbet is one of 1xbet korean the newest online deccasino casinos in the world, one of the most popular names in febcasino Asia and especially in the region, and one of the largest online

    ReplyDelete