Friday, May 15, 2015

მტაცებლები

მტაცებლები არიან ძუძუმწოვრების წარმომადგენლები, რომელთა სიგრძე 14სმ-დან 3მეტრამდე აღწევს. მასა 100  გრამიდან 1000 კგ.-მდეა.  მტაცებელთა უმეტესობა ხმელეთის ცხოველია. ისინი ანტრაქტიდისა და ზოგიერთი მცირე კუნძულის გარდა ყველა ტერიტორიაზე სახლობენ.  მრავალი მათგანი კარგად დაცოცავს ხეზე , ზოგი კარგად ცურავს და ყვინთავს.
მტაცებლები აერთიანებს 7 ოჯახს : ძაღლისებრნი,დათვისებრნი, ენოტისებრნი,კვერნისებრნი,ვივერისებრნი,აფთრისებრნი,კატისებრნი.  აერთიანებს 100 გვარს , 240 სახეობას  რომელთაგან საქართველოში გვხვდება 19 სახეობა. მტაცებლებს შორის ბევრი სასარგებლოა, ზოგი ანადგურებს სასოფლო და სატყეო მეურნეობის მავნე მღრნელებს. ზოგიერთი ზიანს აყენებს მეცხოველეობას, სანადირო მეურნეობას. არიან ცოფის  ვირუსის მატარებლებიც მაგალითად : მგელა ტურა, ენოტისებრი ძაღლი.
                                                                                       

                                                                             

                                         
                                     

No comments:

Post a Comment