Wednesday, May 13, 2015

ჩერნობილის კატასტროფა

ჩვენს უახლეს წარსულში , კიდევ ერთი დიდი უბედურება მოხდა, რამაც არაერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეიწირა.  1986 წლის 26 აპრილს მეზობელი უკრაინის ტერიტორიაზე ჩერნობილის კატასტროფა მოხდა. რა იყო ამის მიზეზი? მიზეზი  მეოთხე ატომური ელექროსადგურის მწყობრიდან გამოსვლა გახდა.
ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი დაინგრა და რადიაცია გავრცელდა.
როგორც უკვე ვიცით რადიაცია ძალიან სახიფათოა ადამიანის ორგანიზმისათვის და მისი გადაჭარბებული მიღება ორგანიზმისათვის მომაკვდინებელია. აფეთქებისთანავე მოხდა 200 000 ადამიანის  ევაკუაცია, მაგრამ სამწუხაროდ რადიაციამ უკრაინის გარდა მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა  მათ სორის იყო :  აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია,  დიდი ბრიტანეთი, აშშ, ბელორუსია, სსრკ-ს  ქვეყნები. მაგრამ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ბელარუსია აღმოჩნდა სადაც რადიაცული ნალექების 60% -მა მოიყარა თავი.  თვითონ ჩერნობილი კი მას შემდგომ "მკვდარ ქალაქად" იქცა,  ამ კატასტროფის შემდგომ მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ უარი განაცხადა ატომური ელექტროსადგურების გამოყენებაზე მაგრამ რამდენიმე წლის შემდგომ ისევ აქტიურად დაიწყეს მისი გამოყენება.
 

No comments:

Post a Comment