Thursday, May 14, 2015

ხანძარი

ხანძარი არის სპეციალური კერის არაკონტროლირებადი წვა, რომელიც დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯამნრელობას და მის ქონებას ხშირ შემთხვევაში ბუნებასაც რის გამოც მცენარეთა და ცხოველთა არაერთი სახეობა ნადგურდება. ხანძრის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს: ხანძარი შეიძლება გაჩნდეს ბუნებრივად და ადამიანის ზემოქმედების შედეგად.
უმმეტეს შემთხვევაში ხანძრის გაჩენა ადამიანის არასწორი ზემოქმედების შედეგია, რასაც შემდგომში არაერთი პრობლემა ახლავს. ხანძარი შეიძლება გამოიწვიოს  სიგარეტის ნამწვის გადაგდებამ,   ბუნებაში ცეცხლის ანთებამ ან კიდევ შეიარაღებულმა კონფლიქტმა. გავიხსენოთ ჩვენი ისტორიის უახლესი წარსული რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლესთან ერთად , არერთი სახეობის განადგურება მოჰყვა. ომის შედეგად დაიწვა ათასობით ჰექტარი ტყე, რამაც არსებული ეკოსისტემის ფლორისა და ფაუნის სახეობები გაანადგურა.
მეგობრებთან ერთად ხშირად მივდივართ პიკნიკზე, გარემოში და ხირადაც ვანთებთ ცეცხლს. მაგრამ წამოსვლისას აუცილებლად ვრწმუნდებით რომ ხანძრის გაჩენის საფრთხე არ არის. მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ამგვარად არ იქცევა და თავისი საქმით გარემოს ანადგურებს. ჩვენი სურვილია რომ დავაფიქროთ ასეთი ტიპის ადამიანები და მივახვედროთ თავისი უგუნური საქციელი. მივახვედროთ რომ მოუარო ბუნებას იგივეა მოუარო საკუთარ თავს!!
                                                                                               
                                                             

No comments:

Post a Comment