Saturday, May 30, 2015

მოგესალმებით! ჩვენ: შავლეგი ივანიშვილი და ანა ოგნაძე ვართ ამ ბლოგის შემქმნელები. მინდა ორიოდე სიტყვა ვსთქვათ ჩვენ ბლოგზე,  დიდ დროს არ წაგართმევთ, მადლობა წინასწარ. ბლოგის შექმნა "ბუნების დაცვაზე" გადაგვაწყვეტინა ქვეყანაში არსებულმა რთულმა ეკოლოგიურმა პრობლემებმა განსაკუთრებით კი ჩვენ სოფელ დიდ დმანისში არსებულმა სანიტარულმა  პრობლემებმა. ჩვენ ამ ბლოგის მეშვეობით გამოვხატეთ ჩვენი გულის ტკივილი ბუნების დაბინძურებაზე , რომელიც თითოეული ადამიანისათვის უმნიშვნელოვანესია! იმედია ჩვენი პოსტებით მცირეოდენი მაინც გაიგეთ ფლორისა და ფაუნის შესახებ.  ჩვენ ამ ბლოგის მეშვეობით ბევრი რამ შევისწავლეთ რომელთაც ჩვენ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებლად გამოვიყენებთ.  ამ ბლოგის მეშვეობით გავიგეთ  ბევრი რამ  რაც სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამაში არ  ისწავლება!
  როგორც ვიცით ჩვენი კონკურსი დასასრულს მიუახლოვდა, და სულ მალე გამოვლინდება გამარჯვებულიც. მე მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მონაწილეს, მიუხედავათ იმისა თუ ვის გამოავლენს ჟიური გამარჯვებულად აქ ყველა გამარჯვებული ვართ რადგან ამ ბლოგების მეშვეობით ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ რაც ყოველგვარ საჩუქარზე ძვირფასია. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ამ ბლოგის შემქმნელებს და მის დამფინანსებლებს  (USAID)-ს დაb (PH INTERNATIONAl)  საქართველოს რომელთა გარეშეც ამ ბლოგის არებობა წარმოუდგენელი იქნებოდა.                                                                              

.

No comments:

Post a Comment