საქართველოს ტერიტორიაზე ბევრი მცენარის და ცხოველის ნაირსახეობაა, მათი ნაწილი რელიქტურია ნაწილი კი ენდემური. მაგრამ გასული საუკუნის 10-იან წლებიდან ადამიანმა საფრთხე შეუქმნა ამ მცენარეებისა და ცხოველების არსებობას. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მსოფლიო იძულებული გახდა შეექმნა მრავალი ორგანიზაცია რომელთა მიზანიცაა შეინარჩუნონ მრავალი ცხოველი და მცენარე.თუნდაც საქართველოში 1982 წელს შეიქმნა წითელი წიგნი. მის ტერიტორიაზე 3000 სახეობის ცხოველი ბინადრობს, მათგან 19 წითელ წიგნშია შესული. მათ შორისაა: ნიამორი,ქურციკი (ჯეირანი), ჯიხვი, კავკასიური ირემი, ზოლებიანი აფთარი.
ჯიხვი, კავკასიის ენდემი, რომელიც მსოფლიოს სხვა კუთხეში არ მოიპოვება და ბინადრობს მხოლოდ კავკასიონზე, წითელ წიგნშია შეტანილი და აკრძალულია მასზე ნადირობა. ესარის დიდი ზომის თხა, რომელიც უმეტესად იკვებება ალპური ბალახეულით. ცნობილია მისი ორი სახეობა: დასავლეთკავკასიური და აღმოსავლეთკავკასიური.ჯიხვი გვხვდება ლაგოდეხის, ყვარლის, ახმეტის, თელავის, ლენტეხის, მესტიის, ონის რაიონებში და აფხაზეთის მთიან კავკასიონზე.
1. ბაობაბის ხე
ბაობაბი გავრცელებულია აფრიკასა და ინდოეთში. ის იზრდება 25 მეტრამდე და შეუძლია იცოცხლოს რამდენიმე ათასი წელი. მცენარე წვიმიან დღეებში საკუთარ ტანში ინახავს წყალს და მომდევნო მშრალი თვეების მანძილზე ამ წყლის მარაგით საზრდოობს. ბაობაბის ქერქი, ფოთლები, ნაყოფი ყველაფერი გამოსადეგია. მის მერქანს ქსოვილებისა და თოკების დასამზადებლად იყენებენ, ფოთლებს-წამლებისთვის, ხოლო ნაყოფს სიამოვნებით შეექცევიან მაიმუნები, ამიტომ მას “მაიმუნების პურსაც” უწოდებენ. ასევე აღსანიშნავია, რომ აფრიკაში, ხის ტანში ადამიანებიც იდებენ ბინას.
ბაობაბი წელიწადში 9 თვეს უფოთლოდ ატარებს. ამ პერიოდში მისი ტოტები უფრო ფესვებს მოგვაგონებენ. ამიტომ ხესთან დაკავშირებით სხვა და სხვა მითი და თქმულება არსებობს. მაგალითად, არაბული ლეგენდა გვიამბობს, რომ თითქოს, ბაობაბი პირველი ხე იყო, რომელიც დედამიწაზე აღმოცენდა. შემდეგ მას მოყვნენ ლამაზი, მაღალი და ელეგანტური სხვა ხეები. როდესაც ბაობაბმა დაინახა მაღალი ხე, ტირილი დაიწყო, რადგან თვითონაც უნდოდა მასავით მოხდენილი ყოფილიყო. ხოლო როდესაც ლამაზ, წითელ ნაყოფიან ხეს მოკრა თვალი, საშინლად შეშურდა, ლოცვა დაიწყო, რომ მას ჰქონოდა ეს ყველაფერი და არა სხვა ხეს. ღმერთი ძალიან გააბრაზა ბაობაბის ბოროტმა სურვილებმა და დასაჯა იგი. უკუღმა ჩარგო, ტოტები მიწაში, ხოლო ფესვები -პირიქით, ზომოთ დაუტოვა, რათა მისი გაუთავებელი უკმაყოფილება და წუწუნი აღარ მოესმინა საკუთარი გარეგნობის გამო.